Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოკ "სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობის"


ბლოკ "სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი "სამარცხვინოს" უწოდებს პრეზიდენტ შევარდნაძის შეფასებებს 23 ოქტომბერს,

ბლოკ "სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი "სამარცხვინოს" უწოდებს პრეზიდენტ შევარდნაძის შეფასებებს 23 ოქტომბერს,
ბათუმში, ნაციონალების მიტინგის დარბევასთან დაკავშირებით.
პრაიმ-ნიუსის სააგენტოს ბერძენიშვილის შემდეგი სიტყვები მოჰყავს: "პრეზიდენტმა დაადასტურა ორიდან ერთი: ან ის, რომ თბილისის ხელისუფლება აჭარაზე არ ვრცელდება, ან ის, რომ მას მოსწონს, რასაც ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე აჭარაში აკეთებს."
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ედუარდ შევარდნაძემ დღევანდელ რადიოინტერვიუში მიუღებელი და მომაბეზრებელი უწოდა რიგი პოლიტიკოსების მხრიდან, ბოლო ხანს პარტიებს შორის მომხდარი ამა თუ იმ დაპირისპირების მასზე გადაბრალებას.
შევარდნაძის თქმით, მას უკვე მობეზრდა ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებების მოსმენა, რომ ასეთი ინციდენტები პრეზიდენტთან შეთანხმებით და მისი დაკვეთით ხდება.
პრეზიდენტმა ოპონენტებს მოუწოდა, შეწყვიტონ ასეთი გადაბრალების პოლიტიკა.
XS
SM
MD
LG