ვერავინ მოხსნა ქართველი კინორეჟისორის, მიხეილ კალატოზიშვილის რეკორდი. მისი "მიფრინავენ წეროები" ერთადერთი საბჭოთა ფილმია, რომელიც აღინიშნა კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზით. რუსული კინოს ვერც ერთ კლასიკოსს, ვერც ტარკოვსკის, ვერც მიხალკოვს, ვერც ქართული კინოს ლიდერებს ვერა და ვერ ეღირსათ "ოქროს პალმის რტო". უფრო მეტიც, ორი წლის წინ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კინემატოგრაფისტთა გამოკითხვის შედეგად, "მიფრინავენ წეროები" ყველა დროის საუკეთესო საბჭოთა ფილმად გამოცხადდა.
საქართველოში ბევრმა არ იცის, ვის ოჯახში გაიზარდა კანის ფესტივალის "ოქროს პალმის" მფლობელი მიხეილ კალატოზიშვილი. არ იციან, მაგალითად, რომ კალატოზიშვილის - ბებია მაკრინე ავალიშვილი სწორედ ის ქალია, ილიას და აკაკის ლექსები რომ მოქარგა სუფრაზე, არ იციან, რომ კალატოზიშვილის დეიდები მისიონერები იყვნენ ჩინეთში, მაგრამ თითქმის არავინ იცის მთავარი - რატომ დატოვა 1933 წელს სამშობლო მიხეილ კალატოზიშვილმა და რატომ გახდა "მიხეილ კალატოზოვი".
მიხეილ კალატოზიშვილის მოღვაწეობა საქართველოში ხანგრძლივი არ ყოფილა. 20-იან წლებში "სახკინმრეწვში" თანამშრომლობდა ივანე პერესტიანთან, ნიკოლოზ შენგელაიასთან. მუშაობდა, როგორც ოპერატორი ფილმებზე "გიული", "ბოშური სისხლი". დამოუკიდებლად გადაიღო ამჟამად დაკარგული "მათი სამეფო". 20-იანი წლების მიწურულს ცენზურამ "დააკონსერვა" კალატოზიშვილის "უსინათლო", ცოტა ხანში კი ფირი გაანდაგურა და რეჟისორს ფორმალიზმში დასდო ბრალი.
"ფორმალიზმი" - ეს იყო ბრალდება, რომელსაც მიხეილ კალატოზიშვილს განუწყვეტლივ უყენებდნენ ხოლმე. ამ ბრალდებით მოიხსნა ეკრანებიდან კალატოზიშვილის 60-იან წლებში გადაღებული ფილმები - "დაუმთავრებელი წერილი" და "მე - კუბა", სწორედ ასეთი ბრალდებით გამოუცხადეს ბრძოლა მიხეილ კალატოზიშვილის "ქართულ შედევრს" - "ჯიმ შვანთეს", რასაც 30-იან წლებში კალატოზიშვილის ახალი ფილმის - "ლუსმანი ჩექმაში" აკრძალვა მოჰყვა. უფრო მეტიც, კალატოზიშვილი, რომელიც 1936 წელს თბილისის კინოსტუდიას ხელმძღვანელობდა, ცოტა ხნით დააპატიმრეს კიდეც. თუმცა, რეჟისორმა თავს უშველა და მოსკოვში გადაიხვეწა. ეს ამბავი დღემდე ბნელითაა მოცული. დიდი რეჟისორის დაბადების მეასე წლისთავთან დაკავშირებით, მიხეილ კალატოზიშვილის მოსკოვში გამგზავრების ამბავმა ჩვენც დაგვაინტერესა და დეტალების გასარკვევად კალატოზიშვილის რძალს, კინორეჟისორ გიორგი კალატოზიშვილის მეუღლეს, ჯინა კალატოზიშვილს მივმართეთ. ქალბატონმა ჯინამ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა:
[ჯინა კალატოზიშვილის ხმა]: "არ მაინტერესებს, რამე ჭუჭყი რომ ამოყვეს ამას არ მინდა, იმდენი ჭუჭყი იყო მაშინ, არ მინდა იყოს ეგრე... სხვათა შორის, თვითონ არ იხსენებდა არასდროს და არასდროს ცუდი არავიზე არ უთქვამს. პირიქით, აღტაცება იცოდა სხვისი შემოქმედებით. უბრალოდ, ამ ამბის მერე შეიცვალა".
ამ ამბის მერე "ჯიმ შვანთეს" ავტორი მართლაც შეიცვალა. შეიცვალა, როგორც კინორეჟისორი. 40-იან წლებში, რუსეთში გადაღებულ კალატოზიშვილის ფილმებში - "სიმამაცე", "ვალერი ჩკალოვი", "დაუმარცხებელნი" გენიალური "ჯიმ შვანთესგან" აღარაფერი დარჩა. ეს იყო პროპაგანდისტული სურათები, რომელმაც კალატოზიშვილი არა მარტო ციმბირში გადასახლებისგან იხსნა, არამედ სტალინური ეპოქის კინოჩინოვნიკიც კი გახადა - 1945-48 წლებში იგი მხატვრული ფილმების წარმოების სამმართველოს უფროსის პოსტზე დაამტკიცეს. "მოსფილმში" ისევ "მიშიკოს" ეძახდნენ, ყველას ახსოვდა, რომ კალატოზოვი ქართველი იყო, მაგრამ ადვილად მიივიწყეს "ჯიმ შვანთე", შეიძლება ითქვას , პირველი საბჭოთა ფილმი, რომლის ავტორმა უარი თქვა მოწოდებაზე, შეგონებაზე, რომელშიც ავტორი-კამერა-მაყურებელი-გმირი ერთმანეთს შეუერთდა. ამიტომ იქ, კალატოზიშვილისა და დავით კაკაბაძის დოკუმენტურ შედევრში, კინოკამერა ხან ქერის მარცვლის დამფქველის როლს ასრულებდა, ხანაც გამოხატავდა მდგომარეობას ადამიანისა, რომელსაც თავბრუ ესხმის. "ჯიმ შვანთეში", პირველად საბჭოთა კინოს ისტორიაში, მოისპო ზღვარი მაყურებლის დარბაზის სივრცესა და ეკრანულ სივრცეს შორის. ამიტომ მაყურებელმა დაკარგა შემფასებლის როლი. მაყურებელი უბრალოდ ჩართული იყო იმ წინააღმდეგობებში, რომელსაც ავტორი ეკრანზე ასახავდა, როცა ერთ ეპიზოდში, ცარიელ სივრცეში მშობიარობდა მარტოხელა ქალი, მეორე სცენაში კი ადამინათა დიდი ჯგუფი მიცვალებულს დასტიროდა. სიკვდილი და სიცოცხლე აქ მთლიანობად იქცა. ეს იყო ცხოვრების მარადიულ არსთან კონტაქტის ტრადიცია და არა სოციალისტური რეალიზმის დოგმა.
მაგრამ სამშობლოდან გამგზავრების შემდეგ კალატოზიშვილმა ნელ-ნელა დაიწყო სოცრეალიზმის დოგმების დამკვიდრება. "მოსფილმში" იგი უყვარდათ, მაგრამ ეიზენშტეინის, დოვჟენკოს, პუდოვკინის გვერდით არასდროს იხსენიებდნენ. 1954 წელს გადაღებულმა მისმა ფილმმა - "ერთგული მეგობრები", რომელშიც ავტორი სტალინური ესთეტიკის მარწუხებისგან განთავისუფლებას შეეცადა, ცოტა არ იყოს გააკვირვა კინემატოგრაფისტები, მაგრამ კალატოზოვს მაინც არ აღიქვადნენ პერსპექტიულ რეჟისორად. მითუმეტეს, რომ იმხანად კინოში მოვიდა ახალი თაობა, რომელმაც მამების კონფორმიზმს ბრძოლა გამოუცხადა. "მამების" ამ ჯგუფში მიხეილ კალატოზიშვილიც მოხვდა. თუმცა, თავად კალატოზიშვილს ყველაზე მეტად ახალგაზრდებთან ურთიერთობა უყვარდა, განსაკუთრებით - ქართველებთან. ყოველმხრივ მხარს უჭერდა ოთარ იოსელიანს, ალექსანდრე რეხვიაშვილს... გია დანელია, კი, საერთოდ, მიხეილ კალატოზიშვილმა მოიყვანა კინოში. ახალ თაობასთან ურთიერთობის სიყვარულმა ნაყოფი გამოიღო - 1956 წელს მიხეილ კალატოზიშვილმა ყურადღება მიაქცია ვიქტორ როზოვის სცენარს - "მიფრინავენ წეროები", რომელიც "მოსფილმში" თითქმის ყველამ დაიწუნა. ფილმის გადაღების დროს მოსკოვში ლეგენდებს ყვებოდნენ კალატოზოვის ოპერატორზე, სერგეი ურუსევსკიზე, კალატოზოვისგან განსხვავებით, რომელსაც "ნოვატორად" არავინ აღიქვამდა. გრიგორი ჩუხრაის ფილმის - "ორმოცდამეერთეს" ეკრანზე გამოსვლის შემდეგ, სურათის ოპერატორი, ურუსევსკი ახალგაზრდების გმირად იქცა. ამიტომ "მიფრინავენ წეროებსაც" თავიდან ურუსევსკის გამარჯვებად მიიჩნევდნენ. იმხანად ხომ აღარავის ახსოვდა "ჯიმ შვანთე", კალატოზიშვილის ქართული შედევრი, რომელიც "მიფრინავენ წეროებში" გაცოცხლდა. იქ სვანური კოშკები ტრიალებდა, აქ, "წეროებში" - რუსული არყის ხეები. ჯინა კალატოზიშვილის თქმით:
[ჯინა კალატოზიშვილის ხმა]: "ჯიმ შვანთეს" რომ უყურებ - "ჯიმ შვანთე" ხომ მთლიანად მიშას გადაღებულია, - მერე ურუსევსკის "41"-ე სულ სხვა სტილია და სულ სხვა სტილია "მიფრინავენ წეროები"...ამის მიჩქმალვა უნდოდათ".
რუსეთში ამის მიჩქმალვა უნდოდათ, მაგრამ არა საქართველოში. "მიფრინავენ წეროების" ტრიუმფს თბილისი ქართული კინოს ტრიუმფად მიიჩნევდა. მიხეილ კალატოზიშვილს სამშობლოში ეპატიჟებოდნენ, მაგრამ იგი არ ჩამოდიოდა... მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის კურსში იყო, რაც საქართველოში ხდებოდა. გულშემატკივრობდა თბილისის "დინამოს" და ქართულ კინოს... სამშობლოსთან დიდი ხნის განშორების შემდეგ, იგი თბილისს მხოლოდ 1970 წელს, ე.ი. გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე, "წითელი კარვის" პრემიერაზე ეწვია. მიხეილ კალატოზიშვილის რძალი, ქალბატონი ჯინა კალატოზიშვილი ამ დღეს ასე იგონებს:
[ჯინა კალატოზიშვილის ხმა]: "პირველი მისი ჩამოსვლა თბილისში იყო "წითელ კარავთან" დაკავშირებით. სცენაზე რომ გამოვიდა და დაიწყო ლაპარაკი, რომ პირველი პრემიერა იყო რომში, მეორე მოსკოვში და მესამე ჩემს მშობლიურ თბილისში, - თქვა და ამხელა კაცმა ცრემლები გადმოყარა".
მიხეილ კალატოზიშვილის უკანასკნელ ფილმში კვლავ წარმოჩნდა "ჯიმ შვანთეს" ძირითადი მოტივი - ბუნების ძალებთან ადამიანის ურთიერთობა. კალატოზიშვილი გვახსენებდა, რომ ბუნებასთან მშვიდობიანი დიალოგი მხოლოდ ადამიანთა ერთობითაა შესაძლებელი. როგორც კი ეს ერთობა ირღვევა, ადამიანის ძალა ბუნების წინაშე სუსტდება და ბუნებაც, ადამიანში სიცოცხლის გასაოცარი წყურვილის მიუხედავად, იმარჯვებს, სჯის ადამიანს.
დიახ, მიხეილ კალატოზიშვილი თითქოს აღარ ქადაგებდა თავის ფილმებში. მაგრამ ერთ "მცნებას" იგი მაინც არ ღალატობდა - "იყავი ბუნებრივი!". არაბუნებრივ, არაადამიანურ რეჟიმს, ასეთი მხატვრის პოპულარობა, რა თქმა უნდა, არ ესიამოვნებოდა. რუსეთში დღესაც არ სიამოვნებთ, რომ კანის კინოფესტივალის "ოქროს პალმის" ერთადერთი "საბჭოთა ლაურეატი" ქართველია. ამიტომაცაა, ალბათ: მაშინ, როცა ფრენსის ფორდ კოპოლა, მარტინ სკორსეზე "დაუმთავრებლი წერილისა" და "მე - კუბას" ასლებს ყიდულობენ, ამ ფილმებით ახალგაზრდებს კინოენას ასწავლიან, 60-იან წლებში გადაღებული კალატოზიშვილის სურათები რუსეთში კვლავაც "წარუმატებლობად" ითვლება.
ერთი კვირის შემდეგ, ჩვენს პროგრამაში "ოქროს საუკუნე" შევეცდებით გავარკვიოთ, თუ რატომ ებრძოდა 60-იან წლებში საბჭოთა ცენზურა მიხეილ კალატოზიშვილს.