დაწყების დღიდან ერაყში იმყოფება და აშშ-ის შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი დივიზიის მესამე ბრიგადის საბრძოლო რაზმთან ერთად ბაღდადისკენ მიიწევს. იგი გვიამბობს სირთულეებზე, რომელსაც ამერიკელ ჯარისკაცებს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ ერაყელთა თავდასხმები უქმნის.
[რონ სინოვიცის ხმა] "ნასირიის მახლობლად მდებარე თალილის აეროდრომისთვის გამართულ ბრძოლაში, გასულ შაბათ-კვირას, მოტოციკლზე შემომჯდარი და სამოქალაქოტანსაცმლიანი ორი ერაყელი ჯარისკაცი თავს დაესხა ამერიკელ მზვერავთა რაზმს."
ერთ-ერთი თავდამსხმელი ყუმბარსატყორცნით იყო შეიარაღებული, მაგრამ მზვერავთა ავტომანქანის სახურავზე მყოფმა ამერიკელმა მეტყვიამფრქვევემ ეს იარაღი ვერ შენიშნა. უცებ რადიოგადამცემიდან თანამებრძოლის აღელვებული ხმა მოესმა: "ფრთხილად, ყუმბარსატყორცნი აქვს!" ამის გაგონებაზე მეტყვიამფრქვევემ ცეცხლი გახსნა და მაშინღა შენიშნა, რომ ერთ-ერთ ერაყელს ყუმბარსატყორცნი უკვე მომარჯვებული ჰქონდა. ორივე ერაყელი ჯარისკაცი დაიღუპა.
რამდენიმე დღის შემდეგ, ქალაქ ას-სამაუასკენ მიმავალ ერთ-ერთ საავტომობილო გზაზე, 20-მდე ერაყელი მეომარი მორიგეობდა, ყველა მათგანს შავი სამოქალაქო ხალათი ეცვა. ქვიშიან გრიგალში მოულოდნელად ამერიკის ჯარის ტანკებისა და ჯავშანმანქანების კოლონა გამოჩნდა. ერაყელებმა ისეთი ენთუზიაზმით დაიწყეს ხელების ქნევა, რომ ამერიკელ ჯარისკაცებს ეგონათ, თითქოს მათმა გამოჩენამ დამხდურები გაახარა. ამერიკელები წამით შეცბნენ, რაც ერაყელებისთვის საკმარისი გამოდგა ყუმბარსატყორცნების მოსამარჯვებლად. თუმცა, ტანკებიდან და ჯავშანმანქანებიდან გახსნილმა ცეცხლმა ერაყელებს საშუალება აღარ მისცა, თავიანთი იარაღი აემოქმედებინათ.
ასეთი ინციდენტები გასული კვირის მანძილზე არაერთხელ აღინიშნა სამხრეთი და ცენტრალური ერაყის ტერიტორიაზე. ბრძოლის წარმოების ამერიკული კანონის თანახმად, ჯარისკაცებს ეკრძალებათ სამოქალაქოტანსაცმლიანი პირებისთვის ცეცხლის გახსნა, თუ არ დარწმუნდნენ, რომ ერაყელები შეიარაღებული არიან.
ომის კანონები ემყარება მე-19 საუკუნეში მიღებულ ჟენევის კონვენციებს, რომელთა თანახმად, იმისთვის, რათა "კანონიერი მებრძოლის" სტატუსი მიენიჭოთ, მეომრებს სამხედრო ფორმა უნდა ეცვათ, და იარაღს დაუფარავად უნდა ატარებდნენ.
აშშ-ის ოფიციალური პირები ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ ერაყის ხელმძღვანელობას იმაში, რომ ჯარისკაცების სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობით ისინი ომის წარმოების წესებს არღვევენ. აი, რა თქვა, მაგალითად, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა:
[დონალდ რამსფელდის ხმა] "სადამ ჰუსეინის რეჟიმმა ბრძოლის ველზე ვერაგობის აქტები ჩაიდინა: თავის სამხედროებს გათავისუფლებული მშვიდობიანი მოქალაქეების ტანსაცმელი ჩააცვა, თეთრდროშააღმართული ჯარისკაცები შეაგება ჩვენს ჯარისკაცებს და მოჩვენებითი დანებებით კოალიციის ჯარებს საფარიდან თავდასხმები მოუწყო; წითელი ჯვრის ავტომანქანები სამხედრო განკარგულებების გადასაცემად გამოიყენა. ეს ომის კანონების უხეში დარღვევებია."
ერაყის ხელმძღვანელობა ამ ბრალდებებს უარყოფს. რამსფელდის განცხადებას ერაყის ინფორმაციის მინისტრმა საიდ ალ-საჰაფმა "იაფფასიანი ტყუილი" უწოდა.
[საიდ ალ-საჰაფის ხმა] "ასიათასობით სამოქალაქო პირი ატარებს იარაღს, რათა შეებრძოლოს დამპყრობლებს. ასე რომ, აქ მართლაც შეხვდებით ერაყელ სამოქალაქო პირებს: სკოლის დირექტორს, მასწავლებელს, ინჟინერსა თუ სხვას. მთავარია, რომ ისინი ერაყელები არიან და დამპყრობლის წინააღმდეგ იბრძვიან. როცა რამსფელდი და სხვები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ეს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ერაყელი ჯარისკაცები არიან, ისინი იაფფასიანი ტყუილის გზას მიმართავენ."
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ამერიკელი ჯარისკაცები სულ უფრო მზარდი ეჭვით უყურებენ სამოქალაქო ტანსაცმლიან ნებისმიერ ერაყელ მამაკაცს ან მამაკაცთა ჯგუფს, რომელსაც გადაეყრებიან. როგორც ამჟამად ნაჯაფში მყოფ ჩვენს კორესპონდენტს, რონ სინოვიცს უთხრა ამერიკელმა ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონ ჩარლტონმა, ომი ჯოჯოხეთია: თუ არ მოკლავ, მოგკლავენ."
[რონ სინოვიცის ხმა]