ახალციხის რაიონისა და ქალაქ ახალციხის გამგეობებს. მოსარჩელეები ხელისუფლების მიერ მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მოთხოვნილი თანხის საერთო ოდენობა თითქმის 250 ათას ლარს აღწევს, თითოეული მოსარჩელე კი, საშუალოდ, 600 ლარამდე თანხას ითხოვს.
ხსენებული სარჩელი არა მხოლოდ თავისი მასშტაბურობით არის პრეცედენტული, არამედ – შინაარსითაც. მოქალაქეთა სარჩელი ორჰუსის კონვენციას ეფუძნება, რომლის არსებობა საქართველოში მოქალაქეთა უმრავლესობას არც კი გაუგია. არადა, ეს კონვენცია მოქალაქეებს ძალიან ბევრ უფლებას, ხელისუფლების გაკონტროლების კარგ ბერკეტებსა და საკუთარი უსაფრთხოების დაცვის კარგ გარანტიებს აძლევს.
პირველი პრეცედენტი, როცა მოქალაქეებმა ხელისუფლებას უჩივლეს ორჰუსის კონვენციის საფუძველზე და მოიგეს კიდეც, უკვე შედგა: ლილოს მოსახლეობის ერთმა ჯგუფმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” დახმარებით, სასამართლოში უჩივლა თბილისის მერიას და ლილოში მოწყობილი ნაგავსაყრელის გაუქმება მოითხოვა. მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, მერიას ნაგავსაყრელის გაუქმება და ბიუჯეტში ახალი ნაგავსაყრელის გაკეთებისთვის საჭირო თანხების გამოძებნა დაავალა.
ორჰუსის კონვენციას 1998 წლის 25 ივნისს მოეწერა ხელი დანიის ქალაქ ორჰუსში. 2000 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა მისი რატიფიკაცია მოახდინა, 2001 წლის 30 ოქტომბერს კი კონვენცია ძალაში შევიდა და საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელ ნაწილად იქცა. კონვენცია მოქალაქეებს უფლებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ იმ ინფორმაციის მოპოვებასა და იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც გარემოს დაცვის საკითხებს შეეხება. კონვენცია სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება:
·
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
·
მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
·
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი, მერი რობინსონი,ასეთ შეფასებას აძლევს ამ კონვენციას: “ორჰუსის კონვენცია არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა არა მარტო გარემოს დაცვის თვალსაზრისით, არამედ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისითაც. კონვენცია ეხება ადამიანის ძირითად უფლებას, დაიცვას თავისი შვილებისა და საკუთარი კეთილდღეობა”.
კონვენცია მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს მონაწილეობა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მოპოვებისა და გადაწყვეტილების პროცესში, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, ეროვნებისა და საცხოვრებელი ადგილისა, მიუხედავად იმისა, თუ სად არის იგი რეგისტრირებული ან სად ეწევა საქმიანობას.
სარჩელში, რომლითაც ორჰუსის კონვენციის ახალციხელმა მომხმარებლებმა მიმართეს სასამართლოს, ნათქვამია: “2001 წლის 1 ოქტომბრიდან ჩვენ, მოსარჩლენი, ახალციხეში მომხდარი ეპიდემაფეთქების შედეგად, სხვადასხვა დროს დავავადდით ვირუსული ჰეპატიტის “ა” ფორმით. ვირუსული ჰეპატიტი სერიოზული დაავადებაა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ტოვებს კვალს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ დაავადებით დაავადების შემთხვევაში ავადმყოფს უწევს 30-40 დღის განმავლობაში წოლითი რეჟიმი (მათ შორის 5-15 დღე ინტენსიური მკურნალობა), ხოლო შემდეგ 6 თვის განმავლობაში სპეციალიზირებულ დიეტაზე ყოფნა.”
მოსახლეობას სამართლებრივი დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციამ, “დემოკრატ მესხთა გაერთიანებამ,” გაუწია. ორგანიზაციის თავმჯდომარის ამირან მესხელის თქმით, გაერთიანებამ გადაწყვიტა, საქმე ბოლომდე მიიყვანოს და დაზარალებულებს სამართალი აპოვნინოს: [ამირან მესხელის ხმა] “ყველა მოქმედი კანონმდებლობით ჩვენ შევეცდებით, რომ ამ ხალხმა მიიღოს კომპენსაცია, რადგან ვირუსული ჰეპატიტი “ა” საკმაოდ სერიოზული დაავადებაა; ეს დაავადება, ჯერ ერთი, სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, თანაც, მისი მკურნალობა საკმაო ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩვენ გვინდა, რომ, სასამართლოს ძალით, ადგილობრივ ხელისუფლებას მოვთხოვოთ ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც თითოეულ მოქალაქეს მიადგა. ერთ-ერთი საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ამ 425 ადამიანიდან, დაახლოებით, 330 თოთხმეტ წლამდე ასაკის ბავშვია, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთლიანად რაიონის მოსახლეობის ჯანმრთელობას და გენეტიკას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ფაქტი, რომლისგანაც უნდა შევქმნათ პრეცედენტი, როცა ხელისუფლება ვალდებულია, რომ პასუხი აგოს იმ ქმედებებზე, რომელიც მას უნდა გაეკეთებინა და რისი გაკეთებაც მას კანონის ძალით ევალება.”
მოსახლეობას თავდაპირველად არ ჰქონდა იმედი, რომ საქმის მოგება შესაძლებელია, მაგრამ თანდათან ყველა გააქტიურდა: [ამირან მესხელის ხმა] “საერთოდ, ჩვენს მოსახლეობას ბევრი რამის რწმენა აქვს დაკარგული და ძალიან ძნელად იჯერებს, რომ შეიძლება რაღაც კომპენსაციის მიღება მთავრობისგან, მაშინ, როცა ხელფასებისა და პენსიების აღებას ვერ ახერხებენ. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა მზად არის, ერთად დადგეს და იბრძოლოს ყველა სასამართლო ინსტანციაში იმისათვის, რომ მიიღოს ის, რაც მას კანონით ეკუთვნის”.
სარჩელში ჩამოთვლილია ის მატერიალური ზარალი, რაც ჰეპატიტით დაავადებულმა ადამიანებმა განიცადეს: მკურნალობის ხარჯი 14 წლამდე ასაკისთვის, ჰეპატიტის სირთულის მიხედვით, 150-დან 562 ლარამდე მერყეობს, 14 წელს ზემოთ ასაკისთვის – 176-დან 851 ლარამდე. ეს არის სახელმწიფო პროგრამით მკურნალობის ტარიფი, მაგრამ მოსარჩელეებმა ამ პროგრამით ვერ ისარგებლეს, რადგან სახელმწიფომ ეს პროგრამა არ დააფინანსა.
ამას ემატება 6 თვით სპეციალურ დიეტაზე ყოფნის ხარჯი, რაც გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ჩვეულებრივი კვება, და მორალური ზარალი, რაც მოსახლეობამ განიცადა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოკვლევით დადგინდა, რომ ეპიდემია შემდეგმა მიზეზებმა გამოიწვია:
1.
წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელების თანმხვედრი დაზიანება და შესაბამისად სასმელი წყლის დაბინძურება.
2.
წყლის არარეგულარული ქლორირება.
3.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არადამაკმაყოფილებელი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები.
ყოველივე ზემოთქმული, ჩვენთვის გასაგებ ენაზე, შემდეგს ნიშნავს: კანალიზაციის გაფუჭების შედეგად, სასმელ წყალში ფეკალური მასები ერეოდა; ფეკალიებით დაბინძურებულ წყალს მოსახლეობა სვამდა, რამაც, თავის მხრივ, ეპიდემიის აფეთქება გამოიწვია. გარდა ეპიდემიით გამოწვეული ზარალისა, ფეკალიებშერეული წყლის დალევა მოსახლეობამ პატივისა და ღირსების შემლახველად მიიჩნია და, შელახული ღირსების აღსადგენად, მოპასუხეებისგან ადგილობრივი ტელევიზიით საჯაროდ ბოდიშის მოხდა და თითოეული მოსარჩელისთვის, მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, 100 ლარის გადახდა მოითხოვა.
როგორც ამირან მესხელი ამბობს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა დაემალა ის დოკუმენტები, რომელიც მის ბრალს დაადასტურებდა: [ამირან მესხელის ხმა] “ადგილობრივმა ხელისუფლებამ, როგორც კი შეიტყო, რომ ჩვენ ამ ფაქტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ვაგროვებდით, ყველაფერი გააკეთა, რომ ამ დაავადების გავრცელების შესახებ ადგილობრივ სტრუქტურებში არსებული მთელი საჭირო დოკუმენტაცია გადაემალა. ჩვენ იძულებულნი გავხდით, რომ ყველა დოკუმენტაცია ცენტრალური სტრუქტურებიდან მოგვეპოვებინა, როცა შესაძლებელი იყო, რომ რაღაც ინფორმაციები ადგილზევე მიგვეღო”.
თავისთავად, მორალური ზარალის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა – 100 ლარი – საკმაოდ მოკრძალებულია და უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს, მაგრამ დაზარალებული ადამიანებისთვის ამ სიმბოლოს დიდი მნიშვნელობა ენიჭება: მათ სურთ სახელმწიფომ დანაშაული აღიაროს და შესაბამის პასუხისმგებლობასაც არ გაექცეს.
მეტიც, სიმბოლურია თვითონ ძირითადი სასარჩელო თანხაც, რადგან თანხა, რომელსაც მოსარჩელეები სახელმწიფოსგან მოითხოვენ, ოდნავადაც ვერ ანაზღაურებს იმ ზარალს, რაც მათ განიცადეს: ვერც შერყეულ ჯანმრთელობას, რომელიც, ვინ იცის, როდის იჩენს თავს, და ვერც ავადმყოფობის პერიოდში დაკარგულ დროს. მით უმეტეს, რომ ეპიდემიის გავრცელებაში მოპასუხეთა პასუხისმგებლობა სრულიად აშკარაა: რაიონის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია პერიოდულად აფრთხილებდა როგორც ქალაქის, ისე რაიონის ხელმძღვანელობას, რომ საფრთხე არსებობდა, მაგრამ მათ ყურადღება არ მიაქციეს.
არადა, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ კანონის თანახმად, ქალაქის გამგეობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე წყლით მომარაგების სისტემის შენახვა, განვითარება და რეკონსტრუქცია, ხოლო, ამავე კანონის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოვლა-პატრონობა, ასევე რაიონის ტერიტორიაზე ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ეპიდემოლოგიური ნორმების დაცვა რაიონის გამგეობის მოვალეობაა.
ყოველივე ზემოთქმულს კი ორჰუსის კონვენციაც ამაგრებს, რომელიც ხელისუფლებას ავალდებულებს, გარემოსთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნებისმიერი ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ იმ მოსახლეობას, რომელსაც შეიძლება საფრთხე შეეხოს.
იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეები მიუკერძოებელი მსაჯულის მანტიას ხელისუფლების ადვოკატის როლზე არ დაახურდავებენ, ახალციხის მოსახლეობას პროცესის მოგებისა და კომპენსაციის მიღების რეალური შანსი აქვს.