ოღონდ, როგორც მან განუცხადა საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსს", დესტაბილიზაცია, შესაძლოა, სოციალური ხასიათის მიზეზით იყოს გამოწვეული. საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში, პანკისის ხეობაში განთავსებული ჩეჩნეთიდან დევნილთათვის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამები შემცირდა.
პანკისის ხეობა კვლავ რჩება საქართველოს ხელისუფლების თავის ტკივილად. აქ არსებული პრობლემების "თაიგული" ნაყოფიერ საფუძველს ქმნის ვითარების ასაფეთქებლად, რომლის დაჩქარებითაც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ დაინტერესებულ პირთა დეფიციტი ნამდვილად არ არსებობს.
კახეთის პოლიციის უფროსის პროგნოზი, პანკისში ფეთქებადსაშიში სოციალური ფენის არსებობის შესახებ დამაფიქრებელია. ფაქტია, რომ საქართველოში განთავსებული საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, თავს არიდენებ აქტიურობას იქ, სადაც ადამიანების გატაცება რიგით მოვლენად არის ქცეული. ავღანეთის მოვლენების შემდეგ, მუსულმანური ქვეყნების ჰუმანიტარული პროფილის ორგანიზაციების ყურადღება იქით გადაერთო და პანკისელი ჩეჩენი დევნილების დახმარების პროგრამები, ფაქტიურად, შეწყდა. ეს იმ რეგიონისთვის, სადაც ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც საკმაოდ უჭირთ ოჯახების გამოკვება და რომელმაც 7 ათასზე მეტი დევნილი შეიფარა, უმძიმეს ტვირთად არის ქცეული, რაც, ადრე თუ გვიან, თავად დევნილების თუ არა, პანკისელების მოთმინების ფიალის ავსებას უთუოდ გამოიწვევს. ყველაფერთან ერთდ, ალბათ, უმძიმესი სოციალური მდგომარეობაც იწვევს პანკისში და მის შემოგარენში კრიმინალური მდგომარეობის გართულებას, რაც ადამიანის გატაცების ფაქტებთან ერთად, ყაჩაღობის შემთხვევების რაოდენობის ზრდაშიც გამოიხატება.
საერთოდ კი, ბოლო ათი დღის მანძილზე მთლიანად საქართველოში გართულდა კრიმინალური მდგომარეობა. პარასკევს გვიან ღამით ზუგდიდში ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმისას, ერთი თავდამსხმელი პოლიციასა და ჯგუფს შორის ატეხილ სროლას შეეწირა. პოლიციელების განმარტებით, ჯგუფის სხვა წევრები ენგურს გადაღმა, აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალნენ. სხვათა შორის, ქართულ მხარეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არაერთხელ შეუთავაზებია სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, კრიმინალების წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაციების ჩატარება, თუმცა, თანხმობის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ზუსტად ერთ კვირაში, 2 მარტს აფხაზეთში პარლამენტის არჩევნებია დაგეგმილი, რასაც ჩვეულებრივ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი ქართული შეიარაღებული ჯგუფების გაქტიურება უსწრებს ხოლმე, შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში -აფხაზეთში - მდგომარეობა დაიძაბება. პოლიტიკური თვალსაზრისით, ვითარება იქ უკვე საკმაოდ რთულია. სოხუმიდან მიღებული ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბანკო ანგარიშები გაუყინა იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ვინც არჩევნებში ხელისუფლების ოპოზიციის იმიჯის მქონე კანდიდატებს უჭერს მხარს. ექსპერტების განმარტებით, 2 მარტის არჩევნებისას არსებობს შანსი იმ პოლიტიკური ძალების დამარცხებისა, ვისი პრორუსული განწყობა ეჭვს არ იწვევს, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს გამარჯვებულების პროქართულ პოზიციას.