დღევანდელი დღე მდიდარია არა მარტო ფოიერვერკებითა და ათასგვარი საზეიმო წარმოდგენებით, არამედ საახალწლო მიმართვებითაც.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ატალ ბიჰარი ვაჯპაიმ, საახალწლო გამოსვლა იმისთვისაც გამოიყენა, რომ პაკისტანისთვის ტერორიზმთან ერთობლივად ბრძოლის დაწყება შეეთავაზებინა. ჩინეთის ლიდერმა, ძიან ძემინმა, თავისი ქვეყნისთვის 2001 წლის მანძილზე მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებზე ილაპარაკა; მათ შორის უმთავრესად ძიან ძემინმა დაასახელა პეკინის მიერ 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლების მოპოვება და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ჩინეთის გაწევრიანება. თანამემამულეებს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემაც: [ედუარდ შევარდნაძის ხმა].