გამოჩნდნენ ავტობუსებიც. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დემონსტრანტები, - რომლებიც პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა პარლამენტის წინა ტერიტორიიდან განდევნეს, - „მარიოტთან“ იყვნენ გამაგრებული და ბარიკადები ჰქონდათ აღმართული.
გამთენიისას, 06:15 საათისთვის, „მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომლებმა დემონსტრანტების დარბევა და დაკავება გააგრძელეს.
რუსთაველის თეატრის მიმდებარედ, პოლიციელებმა დემონსტრანტები კედელთან მოიმწყვდიეს სხვადასხვა მხრიდან, გამოიყენეს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს, მათი ნაწილი დააკავეს და მხოლოდ მოგვიანებით მისცეს ტერიტორიის დატოვების საშუალება.
მანამდე, წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად, რამდენიმე ასეული ადამიანი რჩებოდა.
გამთენიისას ბესიკის ქუჩიდან პოლიციელთა დამატებითი რაზმი ჩამოვიდა, რის შემდეგაც მათ დემონსტრანტები კიდევ უფრო მეტად დახიეს უკან.
პოლიციელებმა რესპუბლიკის მოედნამდე სდიეს დემონსტრანტებს.
ფორუმი