Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორავას ქუჩის საქმე: შეფასებები საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებზე


ხორავას ქუჩის საქმის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს. განიხილებოდა კომისიის უმრავლესობის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციათა პროექტები: უნდა დაიწყოს სამართლებრივი დევნა მ.კ.-ს წინააღმდეგ - დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით და უნდა დაიწყოს გამოძიება კიდევ ერთი არასრულწლოვნის, გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე. კომისიის უმრავლესობის, „ევროპული საქართველოს“ პოზიციას არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა. არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილი და სახალხო დამცველის ოფისი იზიარებენ კომისიის რეკომენდაციებს, მეორე ნაწილი კი, რეკომენდაციების დამტკიცებამდე, სხვა ასპექტების გათვალისწინების საჭიროებას ხედავს.

XS
SM
MD
LG