No media source currently available
21 ივნისს, საღამოს 7 საათზე, როდესაც მწერალი ზურა აბაშიძე სამსახურის შემდეგ მეგობართან შესახვედრად მიდიოდა, ქუჩაში უცნობი, შავმაისურიანი პირი აედევნა. მან ზურა აბაშიძეს ჯერ ჰომოფობური შინაარსის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, აგინა, შემდეგ კი სცემა.