Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვილმოკლული მამები და პოლიციის ძალა


შვილმოკლული მამები და პოლიციის ძალა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:22 0:00

26 სექტემბერს პოლიციელებმა ზაზა სარალიძეს კარავი, ბალიშები, პლედები და სხვა საგნები იმ დროს ჩამოართვეს, როდესაც ის ავტომობილით გადაადგილდებოდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ, სადაც 10 სექტემბრიდან შვილმოკლული მამების აქცია იმართება. ავტომობილში ზაზა სარალიძესთან ერთად იმყოფებოდა ასევე „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე, რომლის თქმითაც, ნივთების წართმევის შემდეგ სამართალდამცველები ზაზა სარალიძის დაკავებას ცდილობდნენ. ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, რომ პოლიციელები ცდილობდნენ ზაზა სარალიძე ძალის გამოყენებით ჩაესვათ საპატრულო პოლიციის ავტომობილში. პოლიციელების ქმედებების გამო ელისო კილაძემ შს სამინისტროს გენინსპექციას მიმართა. თავად სამართალდამცველები ავტომობილის ჩხრეკის ფაქტს უარყოფენ, ხოლო კარვის ჩამორთმევას იმით ხსნიან, რომ, მისი დადგმის შემთხვევაში, ისინი კარვის შიგნით ვითარებას ვერ გააკონტროლებენ. 26 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძე რამდენჯერმე გახდა შეუძლოდ და ამ დროს ის მიწაზე ჯდებოდა, თუმცა ექიმების დახმარებაზე უარი თქვა. იმ დროისთვის იქ უკვე მისული იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც მანამდე ზაზა სარალიძეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ელოდებოდა. შემდეგ ისინი, მხარდამჭერებთან ერთად, ფეხით დაიძრნენ პარლამენტის შენობისკენ. საღამოს მომიტინგეებმა კარვის დადგმა ისევ სცადეს, თუმცა უშედეგოდ. პოლიციელებმა მათ ისევ ძალა უჩვენეს.

XS
SM
MD
LG