მიხეილ მენაბდეს სამი სამშობლო აქვს - საქართველოში დაიბადა და იცხოვრა, კიევში დირიჟორი გახდა, ახლა კი ავსტრიაში მუშაობს.
უბრალო გარეუბნელი ბიჭის ისტორია ზღაპარს უფრო ჰგავს - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანმა სოლისტმა, ვახტანგ ჭაბუკიანის სკოლის კურსდამთავრებულმა, 23 წლის ასაკში დირიჟორობა გადაწყვიტა.
„შვილის“ სერიის გმირი ამბობს, რომ გაუმართლა. თუმცა წარმატებას მან თავდაუზოგავი შრომით და ახლობლების მხარდაჭერით მიაღწია.