Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვილი: ეკა აბესაძე


შვილი: ეკა აბესაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:38:55 0:00

1991 წლის 19 სექტემბერს თბილისელმა ექიმმა გია აბესაძემ რუსთაველის გამზირზე თავი დაიწვა. მის სასოწარკვეთილ საქციელს უამრავი მოწმე ჰყავს - ადამიანები, რომლებიც ბარიკადებით გაყოფილ თბილისის ცენტრში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გია აბესაძემ სწორედ ბარიკადებზე დატოვა წერილი, რომელშიც თავის შვილს პატიებას სთხოვს. „თუკი ქართველთა შერიგებას და ქვეყნის აღორძინებას მსხვერპლი ჭირდება, დაე ეს მსხვერპლი მე ვიყო. ღმერთმა ქნას, ბოლო...“ - ასე ახსნა ქართველმა ექიმმა თავისი საქციელი.

„შვილის“ მორიგ ეპიზოდში გია აბესაძის მსხვერპლშეწირვაზე მისი ქალიშვილი, ეკა აბესაძე გვიამბობს. ეკა იმხანად 10 წლის იყო. მამის საქციელით მაშინაც ამაყობდა და დღესაც გმირობად მიაჩნია თავის დაწვა ქვეყანაში, სადაც თავისუფლება სიძულვილმა დაამარცხა.

XS
SM
MD
LG