Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვილი: გიორგი კიკონიშვილი


შვილი: გიორგი კიკონიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:45:54 0:00

2014 წლის მაისში, თბილისის ცენტრში ლგბტ აქტივისტების დარბევის წლისთავზე, „ნეტგაზეთმა“ გამოქვეყნა 17 მაისს დაზარალებული აქტივისტის, გიორგი კიკონიშვილის დედის წერილი, რომლითაც მანანა შალვაშვილი ჰომოფობ მშობლებს მიმართავდა: „როგორ გგონიათ, ერთ დღესაც საკუთარი პირმშო რომ მოგადგეთ და გითხრათ, გეი ვარო, რას იზამთ? შეგძულდებათ, ოჯახიდან მოიკვეთთ შვილს, რომელიც თავად შობეთ?“.

იმხანად გიორგი კიკონიშვილი უკვე ქვიარ-აქტივისტი იყო. მის ცხოვრებაში ჰომოფობიასთან ბრძოლა ნელ-ნელა გადაიზარდა სოციალურად დაუცველი ადამიანების უფლებების დაცვაში.

„შვილის“ ახალი ეპიზოდში, რომელიც ჰომოფობიის და ტრანსფობიის კვირეულს ეძღვნება, გიორგი კიკონიშვილი ამბობს, რომ 2013 წლის 17 მაისის შემდეგ ქართული საზოგადოება მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის ჰომოფობია კვლავაც მართვის საშუალებაა.

XS
SM
MD
LG