ორი წლის წინ ანიტა რაჭველიშვილმა არჩევანი გააკეთა დედობასა და საოპერო კარიერას შორის. მშობიარობიდან რამდენიმე თვეში შეწყვიტა სიმღერა და მთელი ყურადღება ბავშვს დაუთმო. გაზაფხულზე თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეცო-სოპრანო სცენას უბრუნდება.„შვილის“ ახალი გმირი საუბრობს გეგმებზე და მძიმე წარსულზე, გაჭირვებასა და შემოქმედებით კრიზისზე, რომელიც მშობლების და მეუღლის დახმარებით გადალახა.