გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) მოგვითხრობს დიდი რუსი მწერლის, ლევ ტოლსტოის სატრფიალო და საკმაოდ რთულ ურთიერთობაზე სოფია ანდრეევნა ტოლსტაიასთან (ქალიშვილობაში ბერსთან). გადაცემა ძირითადად ეყრდნობა ლევ ტოლსტოის შემაშფოთებლად გულწრფელ დღიურებს, რომლებიც თავიდანვე გამოქვეყნებისთვის იყო გათვალისწინებული და მაღალი დონისაა. დღიურებს წერდნენ როგორც ტოლსტოის მეუღლე, ისე მისი დები, უფროსი ლიზა, საშუალო სოფიო (სონია) და უმცროსი ტატიანა. როგორ წაიყვანეს უფროსმა ძმებმა საროსკიპოში, სადაც როსკიპი დეიდის ლოგინთან უტირია. რატომ აჩუქა მეუღლეს ძალიან ძვირფასი ბეჭედი ტოლსტოიმ მეუღლეს, რატომ გადასცა საცოლეს მწერალმა ქორწინების ღამეს თავისი მეტისმეტად გულწრფელი დღიური, რა ატირებდა ქორწინების დღეს სოფია ანდრეევნას, რამდენად მართალია ჭორები, რომ ტოლსტოიმ სკოლაში მოუყარა თავი თავის უკანონო შვილებს - ამაზე და სხვა ამბებზე იქნება საუბარი გადაცემაში.
გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი: