ვიდეო კომენტარები
შენახული გასაღები
20 ოქტომბერს აფხაზეთიდან დევნილებმა თბილისში მსვლელობა გამართეს. მსვლელობა ყოფილი „ივერიის“ შენობიდან დაიწყო და რიყეზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტთან დასრულდა. ამ აქციით დევნილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთიდან მოსახლეობის გამოდევნის 25-ე წლისთავი. აქციის მონაწილეებს თან მოჰქონდათ გასაღებები, ნიშნად იმისა, რომ ისინი საკუთარი სახლების გასაღებებს დღემდე ინახავენ.