წელს საქართველო პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის 101 წლისთავს ზეიმობს. ამავე დღეს აღინშნება 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის წლისთავიც, რომელიც ქვეყანამ საბჭოთა ოკუპეციის შემდეგ 9 აპრილს აღიდგინა. 2012 წლიდან საქართველო 26 მაისს აღარ აღნისნავს სამხედრო აღლუმით. სამხედრო კომპონენტად რჩება მხოლოდ ახალწვეულების ფიცის დადების ცერემონია. წელს თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში 463 რეკრუტმა და წვევამდელმა დადო ფიცი.
ფოტორეპორტაჟი: დამოუკიდებლობის დღე

1
საქაერთველოში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ.

2
ფოტო გამოფენა, რომელიც წლების მანძილზე ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს.

3
" გააზიარე ცოდნა"-პარლამენტის წინ დგას საინფორმაციო სტენდები, რომლებზეც ცნობილი ადამიანების პირადი ნივთები და მათ შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.

4
თბილისში, მრავალძალში, ზუგდიდში, გრემში, უფლისციხესა და ანანურში 463 რეკრუტმა და წვევამდელმა დადო საზეიმო ფიცი.

5
ფიცის დადების საზეიმო ცერემონიის შემდეგ მოსახლეობას საშუალება მიეცა ახლოდან დაეთვალიერებინა სამხედრო ტექნიკა, რომელიც თავისუფლების მოედანზე იყო განთავსებული.

6
საქართველო ღვინის სამშობლოა, დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველზე ახალგაზრდა მეღვინეების პროდუქციის დეგუსტაცია და რვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი ღვინოების რეალიზაცია მოხდა.

7
რუსთაველზე მრავლად იყო წარმოდგენილი სხვადასხვა ინსტალაცია, ხოლო ვაჟა-ფშაველას ცოცხალი მცენარეების პანო ბავშვებს განსაკუთრებით იზიდავდა.

8
ბავშვების დიდი ინტერესი რობოტებმაც დაიმსახურეს.

9
პატარა გოგონა სახელდახელო ბარათს წერს, რომლის გაგზავნასაც საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.

10
ვის არ შეხვდებით რუსთაველზე, ამ დინოზავრით ბავშვებთან ერთად უფროსებიც ხარობდნენ.