წელს საქართველო პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის 101 წლისთავს ზეიმობს. ამავე დღეს აღინშნება 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის წლისთავიც, რომელიც ქვეყანამ საბჭოთა ოკუპეციის შემდეგ 9 აპრილს აღიდგინა. 2012 წლიდან საქართველო 26 მაისს აღარ აღნისნავს სამხედრო აღლუმით. სამხედრო კომპონენტად რჩება მხოლოდ ახალწვეულების ფიცის დადების ცერემონია. წელს თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში 463 რეკრუტმა და წვევამდელმა დადო ფიცი.
ფოტორეპორტაჟი: დამოუკიდებლობის დღე

11
მთავარ გამზირზე სპორტული აქტივობებიც მრავლად იყო. ბატუტის დახმარებით ცაში მოფარფატე სპორტსმენები კი განსაკუთრებული სანახაობით გამოირჩეოდნენ.

12
საზღვაო აკადემიამ გემის სიმულატორი დაამონტაჟა, რომლის მართვა ასევე სიმულატორით იყო შესაძლებელი.

13
რუსთაველზე გაიმართა სამეწარმო ბაზრობაც, სადაც საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი ნივთები და საკვებ-სასმელი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

14
მაყურებლის თვალწინ იქმნება თიხის მორიგი შედევრი.

15
ელენე ახვლედიანი-"ფასანაურის მიდამოებთან"

16
თბილისის ქუჩების ძველი აბრები. ეს ქუჩები დღეს სხვა სახელწიდებით ვიცით.

17
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე საავტომობილო გზა გადაიკეტა და მთელს პერიმეტრზე სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება.