ერთი წლის წინ, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ ნიკო და გიორგი ნიკოლაძეებისა და ვახტანგ და ჟორჟეტა ღამბაშიძეების ერთ-ერთი შთამომავლისაგან მათი უნიკალური ფოტო-მემკვიდრეობის ნაწილი შეიძინეს.
ასობით ფოტოსა და მინის სტერეო-ნეგატივებს შორის აღმოჩნდა 1918-1921 წლების აქამდე უცნობი ფოტოები - მათ შორის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის სახალხო ზეიმი 1919 ან 1920 წელს, ამჟამინდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე, დღევანდელი ლოკომოტივის სტადიონის მიდამოებში.
ასევე, იმ დროის თბილისის უნიკალური კადრები, სურათები ოჯახის ყოველდღიური ცხოვრებიდან, ფოტოები ალპინისტური ექსპედიციებიდან, გორის მიწისძვრის დროინდელი ფოტოქრონიკა და სხვა მრავალი ფოტომასალა, რომელმაც მეოცე საუკუნის ათიანი წლებიდან მოყოლებული, 1930-იან წლებამდე ცხოვრების უამრავი წამი შემოინახა.