"უკრაინის ჯარს არაფერი ეტყობა იმის, რომ დანებებას და ბოლომდე ბრძოლას არ აპირებენ, საინტერესო გამოთქმა აქვთ: „მიწას შევჭამთ და უკან არ დავიხევთო“... ეს ომი დიდი, დიდი სისხლის ფასად დაუჯდება რუსეთს, მაგრამ რად დაუჯდება უკრაინას, მხოლოდ ღმერთმა იცის... - ეუბნებიან რადიო თავისუფლებას ამერიკული გამოცემა The Daily Beast-ს კორესპონდენტები, რომლებიც საბრძოლო არეალში იმყოფებიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 24 თებერვალს მკაცრი სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ მას მერე, რაც მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა. სანქციები რუსეთს უზღუდავს ბიზნესის წარმოებას მსოფლიოს წამყვან ფულის ერთეულებში და ბანკებს და სახელმწიფო კომპანიებს სანქციებს უწესებს.
24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან, რითაც წერტილი დაესვა დასავლეთის მცდელობას თავიდან აერიდებინათ ომი. როგორ დაიწყო სამხედრო ინტერვენცია და რა ვითარებაა ამ მომენტისთვის.