ქუთაისში საზოგადოებრივი ტუალეტები არ არის. ერთადერთი საპირფარეშო, რომელიც ცენტრალურ ბაღშია, ბინძური და მოუწესრიგებელია, რომლითც ვერც ადგილობრივები და ვერც უცხოელი ტურისტები სარგებლობენ. ტუალეტების მოწყობისთვის ქუთაისის მერიას თანხები არც 2019 წლის ბიუჯეტში აქვს გათვალისწინებული.