Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მითების დეტექტორი: ტროლები მოზარდის ტრაგედიაში ხელისუფლებას ამართლებენ


"15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას, რომელმაც თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, ფეისბუკში სახელისუფლებო, პრო-რუსული და ანტილიბერალური გვერდების, ასევე სახელისუფლებო ექსპერტების, მმართველი პარტიის მხარდამჭერებისა და ტროლების მხიდან სხვადასხვა შინაარსის გზავნილები მოჰყვა" - მითების დეტექტორი ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად გამოვლენილია 15 ტროლი, რომელთაგან 10 სხვის იდენტობას იპარავს.

ხელისუფლების გასამართლებელი გზავნილების გავრცელებაში ჩართულები არიან ანტილიბერალური (კარდჰუ, პატრიოტული გვერდი, ალტ-კლუბი, geo-pepe, დედაქალაქი, ანტილიბერალური დოქტრინა), ოპოზიციის მადისკრედიტირებელი (პრესტიტუცია, მახსოვს, სირცხვილის კორიდორი, რეტორიკა) და სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე (Caucasus news report, საინფორმაციო გვერდი) გვერდები.

ანგარიშში გამოვლენილია ხელისუფლებასთან დაკავშირებული ტრადიციული მედიაც, მოზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ცალმხრივად, პროფესიული სტანდარტების უგულვებელყოფით აშუქებდა.

გზავნილები, რომელიც მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ორგანიზებულად ვრცელდებოდა, დაახლოებით ასეთია:

  • ხდებოდა ფოკუსის გადატანა შსს-დან ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და “მწვანე სკოლაზე”;
  • მომხდარში ადანაშაულებდნენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, მათ მიერ დანერგილ განათლების სისტემასა და “მწვანე სკოლას”;
  • მოზარდის გარდაცვალებაზე სპეკულირებას ანტილიბერალური გვერდები ანტი-დასავლურ კონტექსტში ახდენდნენ;
  • ამ თემით სპეკულირება ხდებოდა იდეოლოგიურ ჭრილში და წინ წამოიწია სოციალური უთანასწორობის საკითხი;
  • სკოლასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე ფოკუსის გადატანას ახდენდნენ ტროლები, სახელისუფლებო და პრო-რუსული აქტორები - მათი გზავნილები იდენტური იყო.
XS
SM
MD
LG