სომხეთში ანტისამთავრობო აქციებმა ერევნიდან რეგიონებში გადაინაცვლა. პირველ მაისს სომხეთის პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიოს. ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი ამ დღეს ერევანში ხალხის “ჯერ არნახული რაოდენობის” გამოყვანით იმუქრება. 27 აპრილს პირველი აქცია, სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქში, გიუმრიში გაიმართა.