"სიმინდის დედოფლები"
დაახლოებით 20 წლის წინ, საშობაო მზადებისას, ტრადიციული რეწვის ოსტატმა ნანა სუხაშვილმა თავის პატარა შვილებს სიმინდის ფუჩეჩისგან თოჯინები გაუკეთა. ამ მასალით კალათებს მანამდეც წნავდა და იფიქრა, იქნებ ძველებური, ძაფის თოჯინების მსგავსი დედოფალები სიმინდის ნარჩენებისგანაც გავაკეთოო. ასე გაჩნდა პირველი ქართველი გოგო და ბიჭი სიმინდის ფუჩეჩის თოჯინა. წლების შემდეგ ანგელოზების კეთება დაიწყო და ახლა ნანას კოლექცია ათობით ასეთ დედოფალას მოიცავს. მათ კეთებას ნანა სუხაშვილი ვალდორფის სკოლის მოსწავლეებსაც ასწავლის და სჯერა, მის თოჯინებს სიმშვიდის და სითბოს მოტანა შეუძლიათ.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან