"დასაწყისი" (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი) - სან-სებასტიანის კინოფესტივალის 4 მთავარი პრიზით აღნიშნული ეს სურათი გასული წლის კინემატოგრაფიული ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა.
რეჟისორი ქალები ბოლო წლებში ისედაც "ქმნიდნენ ამინდს" ქართულ კინოში, თუმცა "დასაწყისი" უკვე ღიად გამოხატავს პატრიარქალური სივრციდან ქალის განთავისუფლების პროცესს, რაც მტკივნეულია და სამწუხაროდ, უმსხვერპლოდ ვერ ჩაივლის. და მაინც, ფილმის გამარჯვება განაპირობა არა იმდენად გამოხატვის ენამ (რომელიც ნამდვილად არაა ორიგინალური), რამდენადაც მთავარი როლის შემსრულებელმა, მსახიობმა ია სუხიტაშვილმა.
მერაბ კოკოჩაშვილის "დიდი მწვანე ველის" შემდეგ, ამ სურათში ქალის როლი ლია კაპანაძემ შეასრულა, მე არ მახსოვს ასეთი ღრმა, იდუმალებით მოცული და ასეთი ეროტიკული სახე ქართულ კინოში.