ცოტა ხნის წინ სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა წიგნი-ალბომი ლაშა ბაქრაძის ავტორობით, რომელსაც ჰქვია „საქართველო რუკებზე“. წიგნს სანამ გადაშლით, ალბომის ყდა მიგიზიდავთ - მას გარედან კალკის ქაღალდი აქვს შემოკრული, რომელიც ერთ ადგილას მრგვლადაა ამოჭრილი და ძველი გლობუსი მოჩანს, რომელსაც აწერია Georgia.
ეს გლობუსი ფრაგმენტია ჰანს ჰოლბაინის ცნობილი ნახატისა (1533 წ) „ელჩები“ - გლობუსი კი ავტორს ისეთი კუთხით დაუხატავს, რომ მასზე გარკვევით ჩანს საქართველოც.
ამ სიმბოლური ყდის მიღმა თავმოყრილია სხვადასხვა დროის რუკები, რომლებსაც წიგნის ავტორი დიდხანს აგროვებდა. თუ კარგად დააკვირდებით, ამ რუკებზე მიაგნებთ საქართველოსაც - ის ხან კოლხეთისა და იბერიის სახელით იძებნება, ხან გეორგიის სახელით არის მოხსენიებული. იპოვით თბილისს, დიოსკურიას, სამეგრელოს - სხვადასხვა დროის რუკებზე საქართველო სხვადასხვანაირად არის დატანილი, თუმცა არის რუკები, სადაც ის საერთოდ არ ჩანს - ეს კი იმით აიხსნება, რომ საქართველოს მოსანიშნად ამ რუკებზე ხშირად ადგილი აღარ რჩებოდა ხოლმე.
წიგნი-ალბომი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის უნდა გამოსულიყო, მაგრამ მაშინ წიგნის დაბეჭდვა ვერ მოესწრო. წიგნი ინგლისურენოვანია, თუმცა, როგორც ლაშა ბაქრაძემ გვითხრა, თუ ის მკითხველს მოეწონა და ამის შესაძლებლობაც გამოჩნდა, წიგნი ქართულ ენაზეც დაიბეჭდება.