Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ციხეები უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის


საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC) შეთანხმება გააფორმა. შეთანხმების თანახმად, საქართველოს პენიტენციარულ სისტემაში ის პირებიც მოიხდიან სასჯელს, რომლებიც ჰააგის სასამართლომ ბრალდებულად ცნო.

შეთანხმების შედეგად, იმ შემთხვევაში თუ ჰააგის სასამართლომ მართლაც გამოგზავნა საქართველოში რომელიმე პატიმარი, საქართველო იტოვებს უფლებას ის მიიღოს ან არ მიიღოს.

თუმცა, რეალობიდან გამომდინარე საეჭვოა, ჰააგის სასამართლოს საქართველოს ციხეში პატიმრის გამოგზავნა დასჭირდეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მსგავსი ხელშეკრულება ჰააგის სასამართლოს უკვე ბევრ ქვეყანასთან აქვს დადებული, დამნაშავეების რაოდენობა კი ძალიან ცოტაა. შესაბამისად, ამ შეთანხმების განხორციელება საქართველოს შესაძლოა არც დასჭირდეს.

იუსტიციის სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის ხელშეკრულებას ჰააგის სასამართლო მხოლოდ იმ ქვეყნებთან აფორმებს, რომელთა პენიტენციარული სისტემა ევროკავშირის სტანდარტებთან არის მიახლოებული.

ჰააგის სასამართლო გენოციდის, სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს განიხილავს. ამჯერად ის იხილავს შესაძლო დანაშაულებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უგანდაში, სუდანში, კოტ დ'ივუარსა და ცენტრალურ აფრიკაში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

შეთანხმების შედეგად, იმ შემთხვევაში თუ ჰააგის სასამართლომ მართლაც გამოგზავნა საქართველოში რომელიმე პატიმარი, საქართველო იტოვებს უფლებას ის მიიღოს ან არ მიიღოს. თუ ქვეყანამ თანხმობა განაცხადა პირის მიღებაზე, ის სასჯელს მოიხდის საქართველოს რომელიმე ერთ პენიტენციარულ დაწესებულებაში, რომელიც შეირჩევა პატიმრის ბრალისა და სასჯელის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ თუკი ჰააგის სასამართლო საქართველოს მოქალაქეს მიუსჯის პატიმრობას, დიდი ალბათობით მას სასჯელის მოხდა სხვა ქვეყანაში მოუწევს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG