Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი ამბობს, რომ სომხეთს იარაღს მიაწვდის


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი (მარცხნივ) და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი (მარცხნივ) და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიენ ლეკორნუ აცხადებს, რომ პარიზი და ერევანი ასრულებენ მოლაპარაკებებს შეთანხმებებზე, რის შემდეგაც საფრანგეთი სომხეთს იარაღს მიაწვდის.

ლეკორნუმ სომხეთთან იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკებებზე ილაპარაკა ფრანგულ მედიასაშუალება Le Parisien-თან. თავდაცვის მინისტრის თქმით, საუბარია საჰაერო თავდაცვის საშუალებების გადაცემაზე.

მინისტრი აცხადებს, რომ „სომხეთს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაიცვას თავისი მოსახლეობა და დაიცვას საკუთარი საზღვრები“.

სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი და მისი უსაფრთხოების გარანტორი წლების განმავლობაში იყო რუსეთის ფედერაცია, თუმცა ბოლო პერიოდში ერევანსა და მოსკოვს შორის პოლიტიკური დაპირისპირება გაზრდილია.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი „სტრატეგიულ შეცდომად“ აფასებს სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულებას და მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის უმოქმედობას აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში - როგორც ყარაბაღის, ასევე სასაზღვრო საკითხებში.

17 ოქტომბერს ფაშინიანი ევროპარლამენტში გამოვიდა სიტყვით და მწვავედ გააკრიტიკა თავისი „პარტნიორები“, რის შემდეგაც მოსკოვში თქვეს, რომ „ფაშინიანი ზელენსკის გზას დაადგა“.

გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ოქტომბრის დასაწყისში წარმომადგენელთა პალატის წევრებთან დახურული სატელეფონო ზარისას ისაუბრა აზერბაიჯანის მიერ სამხრეთ სომხეთში შეჭრის რისკზე. სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ცნობას „არაზუსტი“ უწოდა.

XS
SM
MD
LG