Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი დღე არჩევნებამდე - რა არ უნდა გამოგრჩეს 28 ოქტომბერს


უსაფრთხოება კენჭისყრის დროს - სად რა წესები იმოქმედებს

31 ოქტომბერს, COVID-19-ის პირობებში, საქართველოში პირველი არჩევნები გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მთავრობის განმარტებით, კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების, კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული.

წესების თანახმად:

  • კენჭისყრის ოთახში შესვლამდე, ამომრჩეველი გაივლის დეზობარიერს;
  • მარკირების შემოწმების შემდეგ, ამომრჩეველს იქვე დახვდება სადეზინფექციო ხსნარი და კენჭისყრის ოთახში შესასვლელად, მან აუცილებლად უნდა დაიმუშაოს ხელები;
  • ამომრჩეველს არ უტარდება თერმოსკრინინგი (კომისიის წევრებს და სხვა უფლებამოსილ პირებს - კი);
  • პირბადის გარეშე არავინ დაიშვება საარჩევნო უბანზე, გარდა სამედიცინო ცნობის მქონე ამომრჩევლებისა;

ამომრჩეველი უბანზე რამდენიმე წამით ორჯერ იხსნის პირბადეს. ესეც პროცედურის ნაწილია. რა პროცედურებია გათვალისწინებული არჩევნების დღისთვის და რა უნდა გაითვალისწინოს ამომრჩეველმა? - წაიკითხე მეტი აქ.

შს მინისტრი: ბადრი ესებუას დაკავების ოპერაცია შეიძლება ერთი თვე გაგრძელდეს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ "საქართველოს ბანკის" თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას დასაკავებლად ოპერაცია შესაძლოა ერთი თვეც გაგრძელდეს. ამის შესახებ მან "მთავარ არხთან" საუბრის დროს თქვა.

"ერთი კვირა კი არა, შეიძლება ერთი თვე ვსდიოთ - ან მეტი, ან ნაკლები, ეგ პრობლემა არ არის არანაირი... თქვენი ტელევიზია თუ გვაცდის, ნამდვილად დავაკავებთ", - ამბობს მინისტრი.

26 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ თქვა, რომ 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკს" თავს ბადრი ესებუა დაესხა. მანვე აღნიშნა, რომ ესებუა იმალებოდა და მისი ძებნის სამუშაოები მიმდინარეობდა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ განახლებული ინფორმაცია დღეს დილიდან გახდება ცნობილი. ვირუსისგან გუშინ განიკურნა 1200-ზე მეტი პაციენტი, ხოლო გარდაცვალების მაჩვენებელმა ახალ რეკორდს, 23-ს მიაღწია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტად 70 წელს გადაცილებული ადამიანები იღუპებიან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

საერთო ჯამში, კოვიდინფექციით გარდაცვლილი პაციენტების ასაკობრივი მონაცემები ასეთია:

  • 60 წლამდე - 15%
  • 60-70 წლამდე - 30%
  • 70 წელს ზემოთ - 53,4%

ამ თემაზე ასევე ნახე:

EMC: დამსაქმებლების მიერ „სიცრუის დეტექტორის“ გამოყენება ადამიანის უფლებების დარღვევაა

კერძო კომპანიების მიერ მოქმედი თანამშრომლებისა და სამსახურის მაძიებლების შესამოწმებლად „სიცრუის დეტექტორის“ გამოყენება უხეშად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, - აცხადებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC):

„ტესტირება ქმნის ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის რისკებს. ასევე, შესაძლოა ამგვარმა პრაქტიკამ დაარღვიოს დასაქმებულის უფლება, დაცული იყოს დისკრიმინაციისგან“.

EMC ეხმაურება რადიო თავისუფლების 23 ოქტომბრის სტატიას, რომელიც მკითხველს მოუთხრობს, როგორ და რატომ იყენებენ დამსაქმებლები პოლიგრაფოლოგის მომსახურებას და ირღვევა თუ არა დასაქმებულთა უფლებები.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ დამსაქმებლების მიერ „სიცრუის დეტექტორის“ გამოყენების შეფასებისას არგუმენტად ვერ გამოდგება დასაქმებულის თანხმობის არსებობა.

წაიკითხე მეტი.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პრეზიდენტს მისცა უფლება, დაითხოვოს პრემიერ-მინისტრი კაბინეტის გადაყენების გარეშე

27 ოქტომბერს რუსეთის სახელმწიფო დუმამ საბოლოო წაკითხვით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ცვლის მთავრობის ფორმირების წესს. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილება უფლებას აძლევს პრეზიდენტს, გადააყენოს პრემიერ-მინისტრი კაბინეტის გადაყენების გარეშე.

მთავრობის ფორმირების ახალი პროცედურის თანახმად, პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერსა და ფედერალურ მინისტრებს ნიშნავს რუსეთის პრეზიდენტი პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მათი დამტკიცების შემდეგ.

თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგანგებო სიტუაციების, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტი ნიშნავს. მის დისკრეციულ უფლებას წარმოადგენს ასევე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენა, ხოლო დანარჩენი მინისტრების კანდიდატურებს პრემიერ-მინისტრი წარადგენს.

წაიკითხე მეტი.

1678 ინფიცირებული მედიკოსი და პიკამდე გადატვირთული სისტემა

გუშინ თბილისში 45 წლის ექიმი გარდაიცვალა, ის ბაღდათის სასწრაფო დახმარების თანამშრომელი იყო. კოვიდის შემთხვევის დადასტურების შემდეგ ექიმები თვითიზოლაციაში გადავიდნენ, ბაღდათის მუნიციპალიტეტი კი ამ მომენტისთვის სასწრაფო დახმარების გარეშეა დარჩენილი.

სასწრაფო დახმარების ექიმის ინფიცირების გამო მანამდე ანალოგიური პრობლემა იყო ახალქალაქშიც, სადაც დამხმარე ექიმები ასპინძიდან და ნინოწმინდიდან ჩაენაცვლნენ ინფიცირებულ კოლეგებს.

27 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1678 მედიკოსია კორონავირუსით ინფიცირებული, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 5,2%-ია. უცნობია, რამდენ პროცენტს შეადგენს გარდაცვალების საერთო რიცხვში კოვიდთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალი. სისტემის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად იგეგმება სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების ჩართვა კოვიდპაციენტების მკურნალობის პროცესში.

რამდენად დაცული არიან მედიკოსები და მოსალოდნელია თუ არა კრიზისი სამედიცინო მომსახურებაში, რომლის დროსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება გაჭირდება? - წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

"ძალიან პოპულარული ძაღლია, ამიტომ ძალიან ბევრი მნახველი მოდის და ხშირად აჭმევენ ისეთ საჭმელებს, რომლებიც არ შეიძლება. მაგალითად, ტკბილეული, უმი ხორცი, შებოლილი ძეხვი და ა.შ."

კუპატას ღვიძლის გაცხიმოვნება აქვს და უკვე თვეზე მეტია დიეტაზეა. ნახეთ როგორ მიმდინარეობს პოპულარული ძაღლის მკურნალობის პროცესი.

XS
SM
MD
LG