Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავი სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში


რუსთავი სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:34 0:00

რუსთავში 2 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგებს დღემდე ებრძვიან. ამ დრომდე დატბორილია სარდაფები, საიდანაც წყლის ბოლომდე ამოტუმბვა ვერ ხერხდება. მერიის შესაბამისი სამსახურები და მოხალისეები ზოგიერთ ქუჩას დღემდე წმენდენ იაღლუჯის მთიდან წამოსული ნიაღვრის ნარჩენებისგან. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს რუსთავში სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციაზე მილიონი ლარი დაიხარჯა და ღია სანიაღვრე არხიც მოეწყო რუსთავსა და იაღლუჯის მთას შორის, საათნახევრიანმა ძლიერმა წვიმამ ქალაქი ისევ დატბორა. იაღლუჯის მთიდან წამოსული ნიაღვრის გატარება კი ვერც ერთმა სანიაღვრე სისტემამ ვერ შეძლო. მოსახლეობას მორიგი ძლიერი წვიმის მოსვლის ეშინია.

XS
SM
MD
LG