"რუსეთი არაფერს იგებს ოკუპაციით, თუკი საქართველო მაინც წარმატებული იქნება" - ინტერვიუ კურტ ვოლკერთან
„რუსეთი მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს მისი მისწრაფებების განხორციელებაში. ყველაზე ცუდი საქართველოსთვის იქნება ისეთი მთავრობის ყოლა, რომელიც ამას დაეთანხმება და დაჰყვება რუსეთის ზეწოლას.“, - აცხადებს კურტ ვოლკერი, „ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ საპატიო წევრი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში, მაკკეინის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში.