„მშიერი რუსი ქალები“ უჩოქებენ ოფიციალურ პირს აშშ-დან ჩატანილი დახმარებისათვის 1922 წელს, როცა ბოლშევიკები თანდათან იმარჯვებენ ხუთწლიან სისხლისმღვრელ დაპირისპირებაში.
დაჭრილი ბოლშევიკი, 1919.
სამარის რაიონი 1921 წელს: ქალი უსუსური შესცქერის მომაკვდავ ქმარს. ეს და სხვა შთამბეჭდავი სურათები „ამერიკული წითელი ჯვრის“ ფოტოგრაფებმა გადაიღეს რუსეთში, როცა იქ ერთი საუკუნის წინ სამოქალაქო ომი და შიმშილობა მძვინვარებდა.
ჩამოძონძილი ბოლშევიკი 1919 წელს, ტყვედ ჩავარდნის შემდეგ. სამოქალაქო ომში ერთმანეთს ძირითადად უპირისპირდებოდნენ კომუნისტი ბოლშევიკები (ასევე ხალხი, რომელსაც მათ მხარეს ბრძოლას აიძულებდნენ) და შეიარაღებული რაზმების „თეთრებად“ ან „თეთრგვარდიელებად“ წოდებული გაერთიანება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ხელისუფლებაში 1917 წელს კომუნისტების მოსვლას.
თეთრგვარდიელები, მათგან ზოგი კაზაკის ფაფახით, სამხრეთ რუსეთის დაბლობზე სანგრებიდან სროლის დროს.
ამერიკელი ჯარისკაცი ფეხსაცმელებს ურიგებს გერმანელების ტყვეობიდან გათავისუფლებულ რუს ჯარისკაცებს. რევოლუციურ რუსეთში დახმარების გაგზავნისას ამერიკის მიზანი იყო, „პირველ რიგში, ჰუმანიტარული მოთხოვნების დაკმაყოფილება, მეორე - (პირველ მსოფლიო ომში) რუსეთის მონაწილეობის გაგრძელების ალბათობის მკვეთრად გაზრდა და, მესამე, ამერიკის პროპაგანდა ყველაზე უფრო ეფექტური ფორმით, რომლის შექმნაც კი შეიძლება“.
ამერიკელი გუშაგი თავის პოსტზე ჩრდილოეთ რუსეთში 1919 წელს. ბევრი ამერიკელი თავდაპირველად აღტაცებაში მოიყვანა 1917 წელს მეფის ჩამოგდებამ, რასაც ისინი თავიანთ ქვეყანაში 150-მდე წლით ადრე მომხდარ რევოლუციას ადარებდნენ.
„ამერიკული საკვები რუსებისათვის“ იტვირთება გემზე ჰამბურგის ნავსადგურში. შედედებული რძის კონსერვებით სავსე 50 ათას ყუთზე, რომელიც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ მალევე ჩაიტანეს რუსეთში, ეწერა: „თავისუფალ რუსეთს თავისუფალი ამერიკისაგან“
„შიმშილით დასუსტებული“ რუსი გლეხი არხანგელსკში აშშ-ის შტაბბინის კიბეზე 1918 ან 1919 წელს. რუსეთში ძალაუფლების ბოლშევიკების ხელში გადასვლას ამერიკელების მხრიდან ჯერ „მოლოდინისა და დაკვირვების“ პერიოდი მოჰყვა, თუმცა ურთიერთობა მალე გაფუჭდა და აშშ-ის ჯარები მხარში ამოუდგნენ ბრიტანელებსა და სხვა მოკავშირეებს თეთრგვარდიელების დასახმარებლად.
ამერიკელ ჯარისკაცს, როგორც ჩანს, სურს დემონსტირება, რომ თეთრი ქურთუკი კამუფლაჟი იყო ბოლშევიკისათვის, რომელიც მოკლეს, როცა ის არხანგელსკთან აშშ-ის ფორპოსტისაკენ მიიპარებოდა.
ჩამოტვირთე მეტი