შიმშილით სიკვდილის პირას მისული რუსი ჯარისკაცი. ფოტოს კონტექსტი ნათელი არ არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლენინმა რუსეთი პირველი მსოფლიო ომიდან გაიყვანა, „ამერიკის წითელმა ჯვარმა“ ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაისახა გერმანიისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ტყვეთა ბანაკებიდან გაშვებული რუსი ჯარისკაცების დახმარება.
რუს ჯარისკაცს თმას კრეჭენ. წითელი ჯვრის ერთ-ერთი თანამშრომლის სიტყვებით, ტყვეობიდან გათავისუფლებული ჯარისკაცები „გერმანიაზე გაბოროტებული, რუსეთის მოქმედი მთავრობის მიმართ ზიზღით სავსე და ამერიკელების მადლიერი“ იყვნენ.
ხარკოვში 1919 წელს აღმოჩენილი გვამები მას შემდეგ, რაც თეთრებმა ქალაქიდან ბოლშევიკები განდევნეს. რუსეთში სამოქალაქო ომის დროს, სავარაუდოდ, მილიონობით ადამიანი იქნა მოკლული.
1919 წელს ბოლშევიკების მიერ დარბეული ერთ-ერთი ეკლესიის საგანძური. ეს დაზიანებული ნივთები, როგორც ამბობენ, ჩააბარეს „წითელი ჯვრის“ თანამშრომელს, რათა მას ეჩვენებინა მსოფლიოსათვის „ბოლშევიკების უგუნური სიძულვილი საგნებისადმი, რომლებიც სხვებს წმინდად მიაჩნდათ“.
კაზაკი პიოტრ ვრანგელი, თერთგვარდიელების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სარდალი, 1919 წლის ფოტოზე. ვრანგელი გაიქცა რუსეთიდან თეთრების საბოლოოდ დამარცხების შემდეგ. ის გარდაიცვალა ბრიუსელში 1927 წელს.
თეთრგვარდიელები ბრიტანეთის არმიის ჩაფხუტებით. მაშინ, როცა დასავლელი მოკავშირეები თეთრებს ეხმარებოდნენ მოძალადე ბოლშევიკებთან ბრძოლაში, რუსეთში „თეთრი ტერორიც“ მძვინვარებდა. ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა თეთრგვარდიელების, ხშირად, ანტისემიტურ ძალადობას.
თეთრი არმიის პროპაგანდისტული პლაკატი ხარკოვში. პლაკატზე გამოსახულია ჩლიქებიანი ლეო ტროცკი, ბოლშევიკების არმიის სარდალი. თეთრების ერთ-ერთი გენერალი რუსებს მოუწოდებდა გაენადგურებინათ „ბოროტი ძალა, ებრაელი კომუნისტების გულში“ დასადგურებული.
ბოლშევიკი მეთაურები და მათი სტენოგრაფისტი ტომსკში დატყვევების შემდეგ. კაცები მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს.
ჩიკაგოელი ჯარისკაცი და რუსი ბავშვები, რომლებიც „წითელი ჯვრის“ გემით ტოვებენ რუსეთს.
რუსი ლტოლვილი ბავშვები, რომლებიც 1920-ში გაიქცნენ თურქეთში. რუსეთის ელიტას ბოლშევიკები უწოდებდნენ „ყოფილებს“ («Бывшие“,«Бывшие люди») და ამ ხალხს კარგს არაფერს უქადდა მომავალი ქვეყანაში, სადაც სულ უფრო მეტ ძალაუფლებას იხვეჭდნენ ბოლშევიკები.
ჩამოტვირთე მეტი