საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და რუსი ტურისტები, რომლებიც არ იზიარებენ კრემლის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.
რუსები ერთიანი საქართველოსთვის

1
პარლამენტის წინ შეკრებილი რუსეთის მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ საქართველო ყველაზე უსაფრთხო და მეგობრული ქვეყანაა მსოფლიოში.

2
პარლამენტის წინ შეკრებილ რუს დემონსტრანტებს აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორი ზუკა ბერძენიშვილი გამოელაპარაკა და სტიკერები უსახსოვრა.

3
სტიკერებზე აქცია " სირცხვილიას" დროს შექმნილი გამოსახულებებია დატანილი.

4
"დაიღალე პუტინით? #spendyoursummeringeorgia (გაატარე ზაფხული საქართველოში)"

5
"მე თბილისში ვარ. რუსებს აქ უკეთესად ექცევიან, ვიდრე რუსეთში."

6
"დაიღალე პუტინით? დაისვენე საქართველოში."

7
"პუტინო და კრემლო დაიმახსოვრეთ: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!"

8
" პუტინ! შენ ხარ ხ***ილო და ოკუპანტი! მე საქართველოსკენ ვარ."

9
" მე არ ვარ გავრილოვი. ვამბობ რუსულად: პუტინს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული"

10
საქართველოს პარლამენტის წინ ათამდე რუსეთის მოქალაქე შეიკრიბა, მათ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია გააპროტესტეს.