Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომელ 17 პოლიტიკოსსა და მოსამართლეს დაუწესა ლიეტუვამ სანქციები - სია


ლიეტუვის მიერ 15 დეკემბერს სანქცირებული ადამიანების ვინაობა ცნობილია.
ლიეტუვის მიერ 15 დეკემბერს სანქცირებული ადამიანების ვინაობა ცნობილია.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს 15 დეკემბერს დასანქცირებული ადამიანების სიას. ამ სიაში შედიან საქართველოს მაღალი თანამდებობისა და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები.

15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ლიეტუვამ სავიზო სანქციები დაუწესა 17 ადამიანს.

ესენი არიან:

  1. ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი;
  2. გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;
  3. კახა კალაძე - თბილისის მერი;
  4. მიხეილ ჩინჩალაძე - მოსამართლე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე;
  5. მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი;
  6. ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე (ფარცხალაძე) - ყოფილი მთავარი პროკურორი, სანქცირებული აშშ-ის მიერ;
  7. ირაკლი რუხაძე - „იმედისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მფლობელი;
  8. ლევან მურუსიძე - მოსამართლე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
  9. ვიქტორ ჯაფარიძე - „ხალხის ძალის“ წევრი, პარლამენტარი;
  10. გიორგი (გია) კობახიძე - ირაკლი კობახიძის მამა, მოხსენიებულია, როგორც პრორუსული პარტიის ყოფილი წევრი და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი ერთ-ერთი პირი;
  11. დიტო სამხარაძე - პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“;
  12. გოგა ხაინდრავა - ის მოხსენიებულია, როგორც „საქართველოს პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე“, „სტუდია „ლე ხაინდრაოს“ დამფუძნებელი და ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პოლიტიკური იდეოლოგი“.
  13. ზვიად შალამბერიძე - პრემიერის ყოფილი რწმუნებული იმერეთში;
    სიაში დასახელებულია, როგორც „პასუხისმგებელი პირი იმერეთის რეგიონში ივანიშვილის ოპონენტების ნეიტრალიზაციაზე“;
  14. შალვა თადუმაძე - მოსამართლე, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი;
  15. თეა წულუკიანი - პარლამენტარი, ყოფილი მინისტრი;
  16. ირაკლი ქარსელაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
  17. კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.

ამ სიის გასაჯაროებამდე რამდენიმე საათით ადრე, ლიეტუვის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა დაწერა:

„ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია და დავამატეთ კიდევ 17 პირი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე“.

„ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას“, - დაწერა მინისტრმა ბუდრისმა.

კიდევ უფრო ადრე, 2 დეკემბერს, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ სავიზო სანქციები დაუწესეს 11 მაღალი თანამდებობის პირს - ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG