ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი x-ში აქვეყნებს იმ ქართველების სიას, რომლებსაც ლიეტუვა სავიზო შეზღუდვებს უწესებს, ადამიანის უფლებების დარღვევაში მათი პასუხისმგებლობის გამო.
ლანდსბერგისის მიერ გამოქვეყნებული სია აერთიანებს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებს.
სავიზო შეზღუდვებს დაქვემდებარებულთა სია ასეთია:
- ბიძინა ივანიშვილი ("ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე);
- ვახტანგ გომელაური (შს მინისტრი);
- იოსებ ჭელიძე (შს მინისტრის მოადგილე 2019 წლიდან);
- შალვა ბედოიძე (შს მინისტრის მოადგილე 2021 წლიდან);
- ალექსანდრე დარახველიძე (შს მინისტრის მოადგილე 2021 წლიდან);
- გიორგი ბუთხუზი (შს მინისტრის მოადგილე 2019 წლიდან);
- ზვიად ხარაზიშვილი, მეტსახელით "ხარება" ( განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 2024 წლის სექტემბრიდან სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ);
- მილერი ლაგაზაური (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, უკვე სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ);
- ვაჟა სირაძე (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი);
- თეიმურაზ კუპატაძე (ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი);
- მირზა კეზევაძე (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე).
ამ სიის გამოქვეყნებას წინ უსწრებდა სამი ქვეყნის: ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება ეროვნულ დონეზე სანქციების დაწესებაზე.
„დემოკრატიის მოწინააღმდეგეები და ადამიანის უფლებების დამრღვევები არასასურველები არიან ჩვენს ქვეყნებში“, - ნათქვამი იყო 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ლანდსბერგისის მიერ სიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლატვიისა და ლიეტუვის მსგავს სავიზო შეზღუდვას მისი ქვეყანა საქართველოდან 11 ადამიანს უწესებს.
ფორუმი