Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტრე, სალომე და სხვები - როგორ იზრდებიან აქონდროპლაზიის მქონე ბავშვები


ერთი წელი გადის, რაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები მათი ზრდისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ მედიკამენტს იღებენ.

ბავშვების მშობლებმა ხანგრძლივი ბრძოლის, საპროტესტო აქციების, მთავრობის კანცელარიასთან გათენებული ღამეების შემდეგ, ზუსტად ერთი წლის წინ მიზანს მიაღწიეს და ხელისუფლება დაითანხმეს, შემოეტანა ძვირად ღირებული მედიკამენტი „ვოსორიდიტი“, რომელიც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

პირველი ინიექცია ბავშვებმა 2023 წლის ნოემბერში გაიკეთეს. როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება ამ ერთ წელში, როგორი იყო მშობლების მოლოდინი და რა შედეგი მიიღეს?

ფორუმი

XS
SM
MD
LG