Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გაქრა შოვი


როგორ გაქრა შოვი
please wait

No media source currently available

0:00 0:17:46 0:00

ეს არის ამბავი შოვზე, კურორტზე, რომელიც 2023 წლის 3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა რამდენიმე წამში გაანადგურა. კურორტ შოვის აღდგენაზე დღეს არავინ ლაპარაკობს. ხოლო კითხვაზე, ისევ იქნება შოვი? პასუხი ხშირად დუმილია. რაც ზუსტად იციან, შოვში მხოლოდ ხსოვნის მემორიალი დაიდგმება.

ეს არის ამბავი შოვზე, კურორტზე, რომელიც 2023 წლის 3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა რამდენიმე წამში გაანადგურა. სტიქიამ, რომელიც რაჭის მთის კურორტს დღის სამ საათზე დაატყდა თავს, 33 ადამიანი იმსხვერპლა. დაკარგულებს კვირების განმავლობაში ეძებდნენ - ერთი მოზარდი ამ დრომდე არ უპოვიათ. ახლა ამ ადგილას ღვარცოფისგან დატოვებული და მთიდან ჩამოტანილი ტალახის, ქვების, ხეების და სხვა ნარჩენების გაქვავებული ბორცვებია. ფეხით გადაადგილდება ძალიან ჭირს. ეს ზონა კი ისევ საფრთხის შემცველ ზონად ითვლება. გამოძიება ამ დრომდე არკვევს, მოჰყვა თუ არა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობასა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. ამ დანაშაულებს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლები ითვალისწინებს. თუმცა იურისტები თვლიან, რომ გამოძიება სხვა ორი მუხლითაც უნდა წარიმართოს - 128-ე მუხლით - განსაცდელში მიტოვება და 342-ე მუხლით - სამსახურებრივი გულგრილობა. გამოძიების ახალი დეტალები ამ დრომდე უცნობია. კურორტ შოვის აღდგენაზე დღეს არავინ ლაპარაკობს. ხოლო კითხვაზე, ისევ იქნება შოვი? პასუხი ხშირად დუმილია. რაც ზუსტად იციან, შოვში მხოლოდ ხსოვნის მემორიალი დაიდგმება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG