საქართველოში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. ექიმებს მუდმივად ერთსა და იმავე კითხვაზე უხდებათ პასუხის გაცემა - როგორ ტარდება აცრა და როგორია რეალური რისკები, რომლებიც აცრას თან ახლავს. თუმცა მხოლოდ ექიმებს არ ეკითხებიან. ამიერიდან ყველას, ვინც აცრას აპირებს, რამდენიმე კითხვაზე აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გვიხსნის, რატომ არის საჭირო ეს ინფორმაცია.