რა შეემთხვა 5 მოლაშქრეს თრუსოს ხეობაში
„გზა აგვებნა“, „ჯი-პი-ეს-ი დავკარგეთ“, „ყელის ტბასთან არ ვყოფილვართ“ - ეს განმარტებები 30 აგვისტოს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ციხიდან გათავისუფლებულმა მოლაშქრეებმა გააკეთეს. ისინი 28 აგვისტოს დააკავეს რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა სამხედროებმა. მოლაშქრეები ყელიწადის ტბის მოსანახულებლად იყვნენ წასული, რის შემდეგაც უკან, თრუსოს ხეობაში დაბრუნებისას გზა აებნათ, რის გამოც რუს და საოკუპაციო რეჟიმის ე. წ . მესაზღვრეებს ჩაუვარდნენ ხელში. ცხინვალის იზოლატორში მოხვედრილები საჯარიმო თანხის გადახდის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან