ვიდეო კომენტარები
ანზორ ჩუბინიძეს 20 ივნისის სპეცოპერაციაში სპეცრაზმთან ერთად ჩანს
კადრებში, რომლებიც 20 ივნისს, დარბევის ღამეს, რადიო თავისუფლებამ გადაიღო, ჩანს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, რომელიც სპეცრაზმს შორის მოძრაობს და აკონტროლებს ვითარებას. კადრები გადაღებულია მაშინ, როცა სპეცდანიშნულების რაზმის წევრები მოქალაქეებს რეზინის ტყვიებს ესროდნენ. პარლამენტის შენობასთან ისმის მოქალაქეების შეძახილები, სროლა და კივილი. ჩანაწერში ანზორ ჩუბინიძის ხმის გარჩევა შეუძლებელია. რა ამოცანა ჰქონდა სპეცრაზმის უკან მდგომ ანზორ ჩუბინიძეს აქციის დარბევისას? http://bit.ly/2Lg0JfB