Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შერაცხეს მოღალატედ იური მეჩითოვი?


რატომ შერაცხეს მოღალატედ იური მეჩითოვი?
please wait

No media source currently available

0:00 0:20:57 0:00

1989 წლის 9 აპრილს ხალხი ასფიქსიის გამო დაიღუპა, - აღნიშნა ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა ტელეარხ Al Jazeera-ს ეთერში ნაჩვენებ ფილმში. როგორც მოსალოდნელი იყო ამ განცხადებას  მკვეთრად  ნეგატიური შეფასება მოჰყვა - ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში შეაგინა კიდეც მეჩითოვს. მეორე დღეს კი აქტივისტების ჯგუფმა ფოტოგრაფის სახლთან საპროტესტო აქცია მოაწყო. ”ქართული ოცნების” წევრმა, პარლამენტარმა ლევან კობახიძემ  ლუსტრაციის კანონის მიღებაც მოითხოვა. ქართულის საზოგადოების ნაწილი ისევ მსჯელობს, აქვს თუ არა გამოხატვის თავისუფლებას საზღვარი, არსებობს თუ არა ”წმინდა თემები”, რომელთაც არავინ უნდა შეეხოს. გიორგი გვახარია ამ თემაზე ესაუბრება ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეს და ხელოვნებათმცდნე სოფიო კილასონიას.

XS
SM
MD
LG