რას აპირებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ხელმძღვანელი
ბათუმის სასამართლომ 3 მაისს უარი თქვა აჭარის ტელევიზიაში დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაზე, რასაც ნათია კაპანაძე ითხოვდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლა უკვე ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი გვახარიას გადაცემის სტუმარია. „საუბარი თავისუფლებაზე“ გაგვახსენებს რა მოხდა აჭარის ტელევიზიაში, რა პრეტენზიები ჰქონდა მრჩეველთა საბჭოს დირექტორის მიმართ. ნათია კაპანაძე პასუხობს კითხვებს, რომლებიც დაგროვდა მისი განთავისუფლების შემდეგ და აღნიშნავს, რომ მრჩეველთა საბჭომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ნათია კაპანაძის თქმით ამ კონკრეტულ საქმეში დარღვეულია უდანაშაულობის პრეზუმპცია, ამიტომ მტკიცებულებებს, რომლებიც მრჩეველთა საბჭოს უნდა განეხილა, ახლა უკვე სასამართლოს მეშვეობით განიხილავენ.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან