Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას აკეთებს საქართველო არალეგალური მიგრაციის ტალღის სამართავად


ვიზალიბერალიზაციიდან ორი წლისთავზე კვლავ მაღალია საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პიკი სავარაუდოდ გადავლილია. საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც დაისჯება ყველა, ვინც ფინანსური ან მატერიალური მოგების მიზნით საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში უკანონოდ დარჩენისთვის საჭირო პირობებს შეუქმნის. ის, ვინც საქართველოს ტოვებს, ხშირად ამბობს, რომ ქვეყნიდან წასვლა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ აიძულა, უსაფრთხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და უმუშევრობა თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი არ შეიძლება იყოს. რას აკეთებს საქართველო მიგრაციის ტალღის სამართავად და შეიძლება თუ არა არალეგალურმა მიგრანტებმა საფრთხე შეუქმნან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, რომელიც ორი წლის წინ, 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა?

XS
SM
MD
LG