პირველად არჩევნებზე
ისინი წელს პირველად უნდა წავიდნენ არჩევნებზე და პირველად მისცენ ხმა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისკენაც მათი სიმპათია იხრება. ამ ვიდეოს გმირები 18 წლისები ცოტა ხნის წინ გახდნენ - ორივე პირველკურსელია. რამ გადააწყვეტინათ სრულწლოვანობის პირველსავე წელს გახდნენ ამომრჩევლები და რა მოლოდინით მიდიან თავიანთ პირველ არჩევნებზე? ლექსო რატიანი და სალომე მიქაია თავიანთ არჩევანზე მოგვითხრობენ.