პერწო ის ადამიანია, ვინც თავისი მოპედით დღეში ოც ადგილას შეიძლება მივიდეს. სულ სადღაც გარბის, რაღაცას აგვარებს, სულ რაღაცისთვის იბრძვის და როგორც ამბობს, ასეა ბავშვობიდან.
ახლა 22 წლისაა. მისი სახელი და გვარი გვანცა პერტიაა, მაგრამ ყველა პერწოს ეძახის. თავის თავს არაბინარულ ადამიანად მოიაზრებს. უყვარს ცხოველები, მოპედები და მარიამი.
ამბობს, სულ უსამართლობას აპროტესტებს, თანასწორობისთვის იბრძვის, ანტირუსულ აქციებზე დგას.
პერწო იყო ერთ-ერთი მათ შორის, ვინც 2023 წლის 8 ივლისს, ჰომოფობიური ჯგუფების მიერ დარბეული პრაიდფესტივალის ღონისძიებიდან პოლიციამ გაიყვანა. ჩაშლილ ფესტივალზე გულისწყვეტა და ბრაზი დღემდე მოჰყვება. მაგრამ პერწო ამბობს: I am not a quitter – მე არასოდეს დავნებდები.