Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანაპიროზე ჩასულ დემონსტანტებს უცხო პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, თან ჰქონდათ იარაღი


დაპირისპირება სანაპიროზე
დაპირისპირება სანაპიროზე

მას შემდეგ, რაც დემონსტრანტების ნაწილმა, სპეცრაზმის მიერ აქციის დარბევის შემდეგ, სანაპიროზე გადაინაცვლა, გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება იყო.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ სანაპიროზე გაჩერდა სამი შავი ფერის ტოიოტას ფირმის ავტომობილი, საიდანაც გადმოსული პირები დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ.

მოგვიანებით ერთ-ერთმა ავტომობილმა, რომლის საჭესთანაც ბიზნესმენი დავით მიქაძე იჯდა, ტერიტორია დატოვა. სავარაუდოდ, მიქაძის დაცვის წევრები ადგილზე დარჩნენ; დატოვეს ორი ავტომობილიც.

„მთავარი არხის“ კადრებში ჩანს, ერთ-ერთი მათგანი მუშტმოღერებული როგორ უპირისპირდება დემონსტრაციის მონაწილეებს.

რადიო თავისუფლებას მიაწოდეს კადრები, სადაც ჩანს, ერთ-ერთი მათგანი როგორ კიდებს ხელს მუცელზე ჩამოკიდებულ, დაფარულ იარაღს, შემდეგ კი იღებს კიდეც. „გადით, ბიჭო, იქეთ“, - ყვირის იგი და დემონსტრანტებს აგინებს.

რამდენიმე წუთში ისინი ტერიტორიას გაეცალნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG