Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაპირის მეზღვაური ფოთიდან​


ნაპირის მეზღვაური ფოთიდან​
please wait

No media source currently available

0:00 0:05:39 0:00

ყოფილმა მეზღვაურმა ირაკლი კეკელიამ პირველი გემის მაკეტის კეთება 20 წლის წინ, ნამდვილ გემზე მუშაობისას დაიწყო. ის გემი თავის მომავალ მეუღლეს აჩუქა და სახელიც მისი დაარქვა - ირმა. ეს საქმიანობა არც მერე შეუწყვეტია, როცა ზღვიდან ხმელეთზე გადმოინაცვლა. ირაკლის გემები, მათ შორის, კოლუმბის ცნობილი კარაველების ასლები მთელ მსოფლიოშია გაბნეული და, ირაკლის მსგავსად, ზღვით და გემებით გატაცებული ადამიანების კოლექციებში ინახება. ფოთში კი, ბევრმა არც იცის ყოფილი მეზღვაურის ამ გატაცების ამბავი. ყველა დეტალი ხელით კეთდება. ერთი ხომალდის აწყობას კი ხანდახან თვეები სჭირდება, მაგრამ როგორც ირაკლი ამბობს, ამ ხელობით ის ყოველდღიურ რუტინასაც გაურბის, სიამოვნებასაც იღებს და ხანდახან, მისი ოჯახის შემოსავლის წყაროც ხდება.

XS
SM
MD
LG