საქართველოში, ერთ-ერთ მდელოზე, ტყესთან და მდინარესთან ახლოს, ძველი ხის ქოხი დგას.
აქ მოგზაურები მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან, ერთმანეთს ნანახს უზიარებენ და განვლილ გზაზე ფიქრობენ.
ზოგიერთ მათგანს თავი ქუჩის მუსიკოსობით გააქვს, ზოგი მუსიკალურ ინსტრუმენტებს აკეთებს, ზოგიც სამკაულებს და ასე აგროვებენ ფულს შემდეგი მოგზაურობებისთვის.