ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გმირზე, გენიალური შექსპირის უკვდავ სახეზე — ჰამლეტზე, დანიის პრინცზე. შექსპირის პიესას საფუძვლად დაედო ისტორიული პირის, ვინმე ამლედუსის ცხოვრების ეპიზოდი, რომელიც აღუწერია დანიელ ისტორიკოსს, სამსონ გრამატიკუსს თავის ოპუსში Gesta Danorum („დანიელთა საქმენი“). დანიის ისტორიულმა უფლისწულმა, როდესაც გაიგო, რომ ბიძამ მამა მოუკლა, დედოფალზე დაქორწინდა და გამეფდა, თავი მოიგიჟიანა, მკვლელის ყურადღება მოადუნა და მამის მკვლელობისთვის სასტიკად იძია შური; შემდეგ კი, შექსპირის პერსონაჟისგან განსხვავებით, დიდხანს იმეფა. იმ ეპოქის ამ „ჩვეულებრივი“ ამბიდან შექსპირმა უნივერსალური მსოფლიო პერსონაჟი შექმნა, რომელმაც დაამშვენა მსოფლიოს ყველა სცენა და შეიჭრა ყველა მაყურებლისა თუ მკითხველის სულში. რატომ „ამოწმებს“ ჰამლეტი ბედისწერას, რატომ შემოაქვს შექსპირს თეატრი თეატრში, რატომ აყოვნებს ჰამლეტი შურისძიებას, უყვარდა თუ არა ჰამლეტს ოფელია ისე, „ორმოცი ათას ძმას რომ ვერ ეყვარება,“ — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი: